• 11-07-2023
    “ბარსელონა” ეკვადორელი ტალანტის შეძენით დაინტერესდა
    “ბარსელონა” ეკვადორელი ტალანტის შეძენით დაინტერესდა

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონას” ლეგენდარული მოთამაშე, სერჟი ბუსკეტსი გუნდს დაემშვიდობა. “ბლაუგრანა” მის შემცვლელს ეძებს.

    ეკვადორელი სპორტული ჟურნალისტის, სტალინ კობენას მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” “ლდუ კიტოს” ახალგაზრდა ფეხბურთელის, ოსკარ ზამრანოს შეძენით ინტერესდება.

    კატალონიური გუნდის ინტერესი 19 წლის ფეხბურთელის მიმართ მართლაც ძალიან დიდია.

    ცნობისთვის, ზამბრანომ გასულ სეზონში თავისი გუნდის მაისურით 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

    Facebook კომენტარები