"ფრე კარგი შედეგი არაა" - გატი "რომასთან" მატჩის შემდეგ "ფრე კარგი შედეგი არაა" - გატი "რომასთან" მატჩის შემდეგ » Footballnews "ფრე კარგი შედეგი არაა" - გატი "რომასთან" მატჩის შემდეგ
  • 02-09-2024
    "ფრე კარგი შედეგი არაა" - გატი "რომასთან" მატჩის შემდეგ
    "ფრე კარგი შედეგი არაა" - გატი "რომასთან" მატჩის შემდეგ

    იტალიის სერია ა-ში მე-3 ტურის ცენტრალური მატჩი ფრედ დასრულდა. "რომამ" და "იუვენტუსმა" ერთმანეთს გოლები ვერ გაუტანეს და ქულებიც თანაბრად გაიყვეს.

    უგოლოდ დასრულებული შეხვედრის შესახებ Sky Italia-ს "ბებერი ქალბატონის" ცენტრალური მცველი, ფედერიკო გატი ესაუბრა.

    "ეს მნიშვნელოვანი მატჩი იყო, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ფრე კარგი შედეგია. მოგება გვინდოდა და სინანულის საფუძველიც გვაქვს, მაგრამ როცა ვერ იგებ, ის მაინც უნდა მოახერხო, რომ არ წააგო.

    "იუვეს" ახალწვეულები მაღალი დონის ფეხბურთელები არიან. ხანგრძლივ პერსპექტივაში ისინი დაგვეხმარებიან, თუნდაც ამას დრო დასჭირდეს.

    ტიაგო მოტას მოსვლამ ბევრი რამ შეცვალა. ახლა პრესინგის ხაზი მაღლა გვაქვს აწეული და ერთი ერთზე სიტუაციებშიც ხშირად ვხვდებით. ალეგრი და მოტა ტოპ მწვრთნელები არიან, რომლებსაც ბევრი განსხვავებული და ბევრი საერთო იდეა აქვთ. ახალ რაღაცებს ვსწავლობთ და ვნახოთ, ეს რას მოგვიტანს," - თქვა გატიმ.

    3 ტურში აღებული 7 ქულით "იუვენტუსი" სერია ა-ს სატურნირო ცხრილში მე-2-ა, "რომას" კი სულ 2 ქულა აქვს და მე-17 პოზიციაზეა. 14 სექტემბერს "ზებრები" "ემპოლის" ესტუმრებიან, 15 სექტემბერს კი "ჯალაროსი" "ჯენოას" შეერკინება. 

    Facebook კომენტარები