"გალათასარაიმ" შეიძლება კოსტიჩიც დაიმატოს "გალათასარაიმ" შეიძლება კოსტიჩიც დაიმატოს » Footballnews "გალათასარაიმ" შეიძლება კოსტიჩიც დაიმატოს
  • 03-09-2024
    "გალათასარაიმ" შეიძლება კოსტიჩიც დაიმატოს
    "გალათასარაიმ" შეიძლება კოსტიჩიც დაიმატოს

    ტურინის "იუვენტუსი" აგრძელებს იმ ფეხბურთელების გაშვებაზე მუშაობას, რომლებიც კლუბის სამომავლო გეგმებში არ შედიან. "ბიანკონერიდან" აბარგების მთავარ კანდიდატად ახლა სერბი ფლანგელი, ფილიპ კოსტიჩი მიიჩნევა.

    ზაფხულის განმავლობაში კოსტიჩი მრავალი კლუბის ინტერესს იწვევდა. 31 წლის ფეხბურთელის გვართან გაიჟღერეს "ალ აინმა", "საუთჰემპტონმა", გერმანულმა და კატარულმა კლუბებმა, მაგრამ შეთანხმება ვერცერთ მათგანთან მოხერხდა. ბოლოს იყო არაბული "ალ იტიჰადის" ვარიანტიც, მაგრამ სატრანსფერო ფანჯარა იქაც დაიხურა.

    იტალიურ პრესას თუ დავუჯერებთ, ფილიპისთვის ყველაზე რეალური ვარიანტი ახლა სტამბოლის "გალათასარაია".

    თურქეთში სატრანსფერო ფანჯარა 13 სექტემბრამდე ღიაა, თურქეთის სუპერთასსა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე განცდილმა მარცხებმა კი "ლომები" დაარწმუნა, რომ გუნდის გაძლიერება სჭირდებათ. მათ "ნაპოლიდან" ვიქტორ ოსიმენის დამატება უკვე გაინაღდეს, ახლა კი კოსტიჩზე გადაერთვებიან.

    როგორც ირკვევა, "ბებერი ქალბატონი" გამოცდილ შემტევს 6 მილიონ ევროდ აფასებს.

    კოსტიჩი "ზებრებმა" 2022 წელს "აინტრახტ ფრანკურტიდან" იყიდეს და ეს 14.7 მილიონი ევრო დაუჯდათ. "იუვეს" მაისურით ჩატარებულ 87 მატჩში სერბმა 3 გოლი და 15 ასისტი მიითვალა.

    Facebook კომენტარები