• 12-07-2023
    "ის სულელი არ არის" - დე ლაურენტისმა "ნაპოლის" ერთ-ერთ ფეხბურთელზე ისაუბრა
    "ის სულელი არ არის" - დე ლაურენტისმა "ნაპოლის" ერთ-ერთ ფეხბურთელზე ისაუბრა

    "ნაპოლის" პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა მისი გუნდის მექსიკელი შემტევის, ირვინ ლოსანოს მომავლის შესახებ ისაუბრა: 

    "გარწმუნებთ, ლოსანო სულელი არ არის. როდესაც ახალ მწვრთნელს შეხვდება და პირადად გაესაუბრება, საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს" 

    "მას ორი გზა აქვს, ან კონტრაქტს გაახანგრძლივებს, ან ახალი თავგადასავლის ძიებას შეუდგება", - 

    განაცხადა იტალიელმა მოგეხსენებათ, მისი წასვლის შესახებ ბევრი იწერება, მას "პარტენოპეისთან" კონტრაქტი 2024 წელს ეწურება.


    Facebook კომენტარები