02-10-2024
მილიკს მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდა
Author of the article
ტურინის "იუვენტუსის" პოლონელმა თავდამსხმელმა, არკადიუშ მილიკმა მარცხენა მუხლის მენისკზე ოპერაცია გაიკეთა.
30 წლის ცენტრფორვარდის დაბრუნების ვადები დამატებითი სამედიცინო შემოწმებების გავლის შემდეგ დაზუსტდება.
მილიკმა ოპერაცია რომში ჩაიტარა. Football Italia-ს ვარაუდით, მის დაბრუნებას 2025 წლამდე არ უნდა ველოდოთ.
შეგახსენებთ, რომ არკადიუშს ამ სეზონში საერთოდ არ უთამაშია. მუხლის პრობლემების გამო, პოლონელს ევრო 2024-ის გამოტოვებაც მოუხდა.
"იუვენტუსის" მაისურით მილიკს 75 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. მისი მონაგარი 17 გოლისა და 2 საგოლე გადაცემისგან შედგება.
Facebook კომენტარები