ბონუჩი: "ზაპატასთან თამაში ნამდვილი კოშმარი იყო" ბონუჩი: "ზაპატასთან თამაში ნამდვილი კოშმარი იყო" » Footballnews ბონუჩი: "ზაპატასთან თამაში ნამდვილი კოშმარი იყო"
  • 08-10-2024
    ბონუჩი: "ზაპატასთან თამაში ნამდვილი კოშმარი იყო"
    ბონუჩი: "ზაპატასთან თამაში ნამდვილი კოშმარი იყო"

    ლეონარდო ბონუჩიმ, რომელმაც კარიერის დასრულების შესახებ ამა წლის ზაფხულში გამოაცხადა, დაასახელა თავდამსხმელი, რომელთან დაპირისპირებაც მისთვის ყველაზე დიდი დისკომფორტის შემქმნელი გახლდათ.

    მიუხედავად იმისა, რომ ტურინის "იუვენტუსის" ყოფილ უკანახაზელს ლიონელ მესის წინააღმდეგაც უთამაშია და კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგაც, მან არჩევანი კოლუმბიელ ფორვარდზე, დუვან ზაპატაზე შეაჩერა.

    "ის, ვინც ყველაზე მეტად მირტყამდა ხოლმე, ლუის სუარესი იყო, მაგრამ მასთან თამაში მახალისებდა, რადგან ის თავადაც უპრობლემოდ იღებდა დარტყმებს. 

    ჩემი კოშმარი, რომელიც ღამე არ მაძინებდა, ზაპატა გახლდათ. მისი ძალა და ფიზიკური მონაცემები ნამდვილ კოშმრად აქცევდა. 

    მქონდა პატივი ისეთ ჩემპიონებთან დაპირისპირებისა, როგორებიც დროგბა, რონალდუ, მესი, ტორესი იყვნენ. კიდევ ბევრი გამომრჩა. ეს ძალიან კარგი იყო," - თქვა იტალიელმა Sky Calcio Club-თან საუბარში.

    შეგახსენებთ, რომ ზაპატა სერია ა-ში თავის მე-11 სეზონს ატარებს. განსაკუთრებით კარგად მან თავი "სამპდორიადან" და "ატალანტადან" დაგვამახსოვრა, ახლა კი "ტორინოს" ღირსებას იცავს. ამ სეზონში ჩატარებულ 9 მატჩში კოლუმბიელს 4 გოლი აქვს გატანილი.

    Facebook კომენტარები