• 26-04-2022
    ვიდალი აგენტს "ფლამენგოსთან" მოლაპარაკება სთხოვს
    ვიდალი აგენტს "ფლამენგოსთან" მოლაპარაკება სთხოვს

    გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილანის "ინტერის" ჩილელმა ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა თავის აგენტებს მისცა უფლება, ბრაზილიურ "ფლამენგოსთან" პირდაპირი მოლაპარაკებები აწარმოოს.


    ვიდალს "ნერაძურისთან" კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს, თუმცა მას გუნდში სათამაშო პრაქტიკა აღარ ეძლევა, რაც "სან სიროზე" დარჩენას მისთვის არასასურველს ხდის.


    გამოცდილი შუახაზელის თავიდან მოშორება სურს "ინტერნაციონალესაც". ამის მიზეზი არტუროს მაღალი ხელფასი გახლავთ.


    როგორც GOAL.COM წერს, სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარეობს, რომ ვიდალმა საკუთარ აგენტებს "ფლამენგოსთან" ხელშეკრულების დეტალებზე მორიგება სთხოვა.


    წყაროს თანახმად, 34 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება მინიმალური იქნება. არსებობს შანსი, მასსა და "ინტერს" შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებითაც გაწყდეს.


    ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში არტურომ 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 2 გოლი და გააკეთა 4 ასისტი.


    ტეგები:
    Facebook კომენტარები