• 26-04-2022
    "ინტერს" "მილანის" გამუდმებული უკმაყოფილება აღიზიანებს
    "ინტერს" "მილანის" გამუდმებული უკმაყოფილება აღიზიანებს

    La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "ინტერი" გაღიზიანებულია "მილანის" პრეტენზიებით მსაჯების მიმართ და გადაწყვიტა, მედიასთან განსხვავებული მიდგომა გამოიყენოს.


    გასულ კვირას დერბი "დელა მადონინას" დაპირისპირების მეორე ნახევარში მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა და ისმაილ ბენასერის გოლი გააუქმა.


    La Gazzetta dello Sport ხაზს უსვამს, რომ "როსონერი" ხშირად აკრიტიკებს მსაჯების გადაწყვეტილებებს, მაშინ როცა "ინტერი" მედიასთან საუბრისას სხვა მიდგომას

    ატარებს და  პრეტენზიები თიტქმის არ აქვთ.


    გავრცელებული ინფორმაციით, "ინტერი" გაღიზიანებულია "მილანის" პროტესტით და ცდილობს უფრო რბილი მეთოდის გამოყენებას, განსაკუთრებით მატჩისწინა და მატჩის

    შემდგომ ინტერვიუების დროს. გასულ კვირას სიმონე ინძაგი იცავდა მატჩის ოფიციალურ პირებს.


    Facebook კომენტარები