ტურამი: "პოგბა ჩემი საყვარელი ფეხბურთელია და გოლი მასავით აღვნიშნე" ტურამი: "პოგბა ჩემი საყვარელი ფეხბურთელია და გოლი მასავით აღვნიშნე" » Footballnews ტურამი: "პოგბა ჩემი საყვარელი ფეხბურთელია და გოლი მასავით აღვნიშნე"
  • 03-11-2024
    ტურამი: "პოგბა ჩემი საყვარელი ფეხბურთელია და გოლი მასავით აღვნიშნე"
    ტურამი: "პოგბა ჩემი საყვარელი ფეხბურთელია და გოლი მასავით აღვნიშნე"

    ტურინის "იუვენტუსი" სერია ა-ში წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს. შიდა ჩემპიონატში პიემონტელებს ზედიზედ 6 მატჩია არ წაუგიათ, გუშინ კი სტუმრად "უდინეზეს" მოუგეს 2:0. "ზებრები" მე-19 წუთზე მადუკა ოკოიეს ავტოგოლით გავიდნენ წინ, საბოლოო ანგარიში კი ნიკოლო სავონამ 37-ე წუთზე დააფიქსირა.

    საინტერესოა, რომ ოკოიეს ავტოგოლი "ბიანკონერის" ფრანგმა ნახევარმცველმა, ხეფრენ ტურამმა იზეიმა. "ნიცადან" ნაყიდმა ახალგაზრდამ გოლი მისი კუმირის, პოლ პოგბას სტილში იზეიმა, რაზეც შეხვედრის დასრულების შემდგომ ისაუბრა.

    "ვაჩვენეთ, რომ კარგი გუნდი ვართ. როდესაც ისე ვთამაშობთ, როგორც ეს პირველ ტაიმში გავაკეთეთ, ამის დანახვა მარტივია.

    რა? პირველი გოლი ავტოგოლად ჩაითვალა? ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ გავიმარჯვეთ. გოლი პოგბასავით აღვნიშნე. ის ჩემი საყვარელი ფეხბურთელია და ვცდილობ, რომ მასავით ვითამაშო.

    აქ დიდებულ ფეხბურთელებთან ერთად ყოფნით მოხარული ვარ. ყოველდღე ვსწავლობ," - თქვა ტურამმა.

    23 წლის ფეხბურთელი "ბებერმა ქალბატონმა" გასულ ზაფხულს 20.6 მილიონ ევროდ შეიძინა. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 მატჩში ხეფრენის მონაგარი 2 ასისტია.

    სერია ა-ს სატურნირო ცხრილში "იუვე" მეორე ადგილს "ინტერთან" იყოფს, ლიდერ "ნაპოლის" 4 ქულით ჩამორჩება. 9 ნოემბერს გუნდი "ტორინოს" მიიღებს შინ, იქამდე კი ჩემპიონთა ლიგაზე "ლილს" შეერკინება.

    Facebook კომენტარები