• 25-07-2023
    კიდევ ერთი მსურველი! - მიქაუტაძის შეძენით ფრანგული კლუბი ინტერესდება
    კიდევ ერთი მსურველი! - მიქაუტაძის შეძენით ფრანგული კლუბი ინტერესდება

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “მეცის” ახალგაზრდა ფორვარდმა, გიორგი მიქაუტაძემ საოცარი სეზონი ჩაატარა.

    ქართველი თავდამსმხელი ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა.

    გავლენიანი სპორტული სააგენტოს, le10sport-ის ინფორმაციით გიორგის შეძენით მარსელი დაინტერესდა.

    ფრანგული გუნდის პრეზიდენტი, პაბლო ლანგორია ქართველი თავდამსხმელის თამაშით მოხიბლულია.

    საქმე იმაშია, რომ “მარსელი” ფეხბურთელების გაყიდვის გარეშე მიქაუტაძის საყიდლად საჭირო თანხას ვერ გაწვდება.

    ცნობისთვის, გიორგიმ პრე-სეზონზე 2 თამაში უკვე ითამაშა, სადაც 2 გოლის გატანაც შეძლო.

    Facebook კომენტარები