• 26-07-2023
    კალვერტ-ლუინი "რომას" შესთავაზეს
    კალვერტ-ლუინი "რომას" შესთავაზეს
    Author of the article
    Aa

    "ევერტონის" თავდამსხმელი დომინიკ კალვერტ-ლუინი "რომას" შესთავაზეს. აღნიშნულ ინფორმაციას Corriere dello Sport ავრცელებს.

    წყაროს თანახმად, ინგლისელი ფორვარდის შესახებ "ჯალაროსის" სპორტულ დირექტორს, ტომას პინტოს აცნობეს. "მგლებს" შეზღუდული სატრანსფერო ბიუჯეტი აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ დომინიკის დამატება მხოლოდ უფასო იჯარისა და გამოსყიდვის უფლების მიღების ფორმით შეუძლიათ.

    26 წლის შემტევს "სტადიო ოლიმპიკოზე" ჟოზე მოურინიოსთან მუშაობა სურს, რაც ტრანსფერის წამახალისებელი შეიძლება გახდეს.

    მიუხედავად ამისა, კალვერტ-ლუინი "რომასთვის" მხოლოდ სათადარიგო ვარიანტია. დედაქალაქური კლუბის პრიორიტეტული სამიზნე მადრიდის "ატლეტიკოს" ცხრიანი, ალვარო მორატა გახლავთ.

    "მგლებს" ასევე უკავშირებენ "ვესტ ჰემის" იტალიელ ფორვარდს, ჯანლუკა სკამაკას.

    შეგახსენებთ, რომ კალვერტ-ლუინს "ევერტონთან" კონტრაქტი 2025 წლის ივლისამდე აკავშირებს. დომინიკმა გასულ სეზონში ჩატარებულ 18 მატჩში 2 გოლი და 1 ასისტი მიითვალა.

    Facebook კომენტარები