• 17-05-2022
    "ნაპოლის" ფანებს გუნდის გაახალგაზრდავება არ მოსწონთ - რას ითხოვენ ულტრასები
    "ნაპოლის" ფანებს გუნდის გაახალგაზრდავება არ მოსწონთ - რას ითხოვენ ულტრასები

    იტალიური გამოცემა FGazzeta dello Sport წერს, რომ "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ლუჩიანო სპალეტი კლუბის მფლობელ აურელიო დე ლაურენტისს ბევრი დეტალის გასარკვევად შეხვდება.


    როგორც ირკვევა, სპეციალისტს გუნდის გაახალგაზრდავების პოლიტიკა არ მოსწონს და ის ბევრად გამოცდილი, ასევე ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეების შეძენას ითხოვს.


    გარდა მწვრთნელისა, იგივე აზრზე არიან კლუბის ფანებიც, რომლებიც თვლიან, რომ "ნაპოლის" თანამედროვე ფეხბურთის შესაფერისი ფეხბურთელები აკლია.


    შეგახსენებთ, რომ ნეაპოლელთა პრეზიდენტმა რამდენიმე კვირის წინ ხვიჩას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები