• 26-05-2022
    "ნაპოლის" დეულოფეუს დამატება უნდა
    "ნაპოლის" დეულოფეუს დამატება უნდა

    "ნაპოლის" ლეგენდად ქცეული ბელგიელი, დრის მენტენსი უკვე ჩემოდნებზე ზის, ამიტომ ნეაპოლიტანურმა კლუბმა მისი შემცვლელის ძიება აქტიურად დაიწყო.


    Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, "პარტენოპეის" რადარზე "უდინეზეს" ესპანელი შემტევი, ჟერარ დეულოფეუ გამოჩნდა, რომელიც მერტენსენსის ერთ-ერთ ალტერნატივად განიხილება. 


    დეულოფეუს რომ "უდინეზედან" წასვლის სურვილი აქვს, ამაზე მისმა აგენტმა, ალბერტ ბოტინესმაც თქვა:


    "ჩვენ "უდინეზესთან" შეთანხმება სეზონის დასაწყისიდან გვაქვს. ჟერარი კლუბს ზაფხულში დატოვებს. არ მინდა სხვა გუნდების ხსენება. ვიტყვი, რომ "ნაპოლი" ტოპ კლუბია და იქ წასვლით დეულოფეუ ბედნიერი იქნება. ვფიქრობ, "ნაპოლი" მისთვის დიდებული ვარიანტი იქნება. სატრანსფერო ფანჯარა მალე გაიხსენება და ინფორმაცია ბევრმა კლუბმა გამოითხოვა."


    28 წლის ფეხბურთელი Transfermarkt.com-ზე 10 მილიონ ევროდაა შეფასებული, იტალიური კლუბი კი 15-20 მილიონ ევროს მოითხოვს.


    გეტყვით, რომ 2021/2022 წლების სეზონი ჟერარისთვის კარიერაში ყველაზე შედეგიანი გამოდგა. "ფრიულანის" მაისურით ჩატარებულ 35 მატჩში ესპანელმა 13 გოლი გაიტანა და 5 ასისტი გააკეთა.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები