რობერტო მანჩინიმ იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.
"ეს "აძურის" ისტორიის მნიშვნელოვანია ფურცლის დასასრულია, რომელიც 2018 წლის მაისში დაიწყო და 2023 წლის ერთა ლიგის ოთხთა ფინალით დაგვირგვინდა. შუაში იყო გამარჯვება ევრო 2020-ზე, ერთი ჯგუფის ტრიუმფი, რომელშიც ინდივიდუალისტები ერთ გუნდად გაერთიანდნენ," - ვკითხულობთ იტალიის საფეხბურთო ფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში.
58 წლის სპეციალისტის შემცვლელს მალე დაასახელებენ. რაც შეეხება მანჩინის, მას შეთავაზებები საუდის არაბეთიდან აქვს.
შეგახსენებთ, რომ მანჩინის ხელმძღვანელობით "სკუადრა აძურა" 2021 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, თუმცა 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს მიღმა დარჩა.
"სკუადრა აძურაში" რობერტოს ეპოქიდან გამოსარჩევია 37-მატჩიანი წაუგებელი სერია, რომელიც სარეკორდო მაჩვენებელია.