• 20-08-2023
    ვინ მოიგებს სერია ა-ს - Opta-მ ორი ფავორიტი გამოკვეთა
    ვინ მოიგებს სერია ა-ს - Opta-მ ორი ფავორიტი გამოკვეთა
    Author of the article
    Aa

    საფეხბურთო სტატისტიკის სააგენტო Opta-მ სერია ა-ს 2023/2024 წლების სეზონის ფავორიტები დაასახელა.

    ჩემპიონობის შანსები Opta-მ სულ 8 გუნდს მიანიჭა. მთავარ ფავორიტად მილანის "ინტერი" მიიჩნევა - მათი ჩემპიონობის ალბათობა 43.8%-ია. "ნერაძურის" კუდში მისდევს სკუდეტოს მოქმედი მფლობელი, "ნაპოლი" (43%), ხოლო მესამე პოზიციაზე "მილანია" (5.3%).

    სრული სია ასე გამოიყურება:

    43.8% - ინტერი

    43% - ნაპოლი

    5.3% - მილანი

    4.2% - იუვენტუსი

    2.2% - ლაციო

    0.8% - რომა

    0.5% - ატალანტა

    0.2% - ფიორენტინა

    შეგახსენებთ, რომ სერია ა-მ სტარტი გუშინ აიღო.

    Facebook კომენტარები