• 23-08-2023
    "ფიორენტინა" გაბრაზდა და "იუნაიტედს" გადაწყვეტილების მომდევნო 72 საათში მიღება მოსთხოვა
    "ფიორენტინა" გაბრაზდა და "იუნაიტედს" გადაწყვეტილების მომდევნო 72 საათში მიღება მოსთხოვა
    ავტორი
    Aa

    "მანჩესტერ იუნაიტედი" სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას აგრძელებს, გუნდის მომდევნო სამიზე სოფიან ამრაბატია.

    ერიკ ტენ ჰაგს ახალი ნახევარმცველი სურს, მთავარი ფავორიტი კი სწორედ "ფიორენტინას" მაროკოელი მოთამაშეა.

    "იუნაიტედი" ამრაბატს კონტრაქტზე შეუთანხმდა, თუმცა იტალიურ კლუბს შეთავაზება არ მიუღია და როგორც ჩანს, გაბრაზდა კიდეც.

    Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, "იებმა" "იუნაიტედს" 72 საათი მისცეს ოფიციალური შეთავაზების გასაკეთებლად.

    თუ "მანჩესტერი" წინადადებას არ გაგზავნის, მაშინ ამრაბატი კლუბში დარჩება.

    Facebook კომენტარები