• 25-08-2023
    "რომას" ლუკაკუს იჯარით დამატება უნდა
    "რომას" ლუკაკუს იჯარით დამატება უნდა
    Author of the article
    Aa

    ESPN-ის ინფორმაციით, "რომაში" იმედოვნებენ, რომ ლონდონის "ჩელსის" ბელგიელი ცენტრფორვარდის, რომელუ ლუკაკუს იჯარით დამატებას შეძლებენ.

    "არისტოკრატებს" 30 წლის შემტევის გაყიდვა უნდოდათ, მაგრამ რომელუმ საუდის არაბეთში გადასვლა არ მოინდომა, ხოლო სანამ მილანის "ინტერი" მის სანაცვლოდ "ჩელსის" წინადადებებით მიმართავდა, იგი ტურინის "იუვენტუსთან" აწარმოებდა ფარულ მოლაპარაკებებს. საბოლოოდ, ლუკაკუ ვერც "ზებრებში" გადაბარგდა.

    ESPN წერს, რომ ლონდონური კლუბი ახლა ბელგიელის განათხოვრებაზეც თანახმაა, თუმცა თავისი მოთხოვნები აქვს:

    1. ლუკაკუს იჯარით დამატება მსურველს გარკვეული თანხა დაუჯდება.

    2. ხელფასის უმეტესი ნაწილი ლუკაკუს ახალმა გუნდმა უნდა დაფაროს.

    შეგახსენებთ, რომ "ჯალაროსის" ჟოზე მოურინიო ხელმძღვანელობს, რომელსაც გამოცდილ ცხრიანთან "მანჩესტერ იუნაიტედში" აქვს ნამუშევარი. როგორც ირკვევა, "განსაკუთრებულს" ყოფილ შეგირდთან გაერთიანება სურს.

    გასულ სეზონში რომელუ "ინტერში" იყო განათხოვრებული. მან 14 გოლითა და 7 ასისტით გამოიჩინა თავი.

    Facebook კომენტარები