• 31-08-2023
    ოფიციალურად: რომელუ ლუკაკუ "რომაში" ითამაშებს
    ოფიციალურად: რომელუ ლუკაკუ "რომაში" ითამაშებს
    Author of the article
    Aa

    ლონდონის "ჩელსიმ" რომელუ ლუკაკუ "რომაში" ერთი სეზონით გაანათხოვრა.

    ფინანსური დეტალები არ გასაჯაროვებულა, მაგრამ იტალიური მედია ირწმუნება, რომ 30 წლის თავდამსხმელის იჯარა "ჯალაროსის" 8 მილიონი ევრო დაუჯდება.

    30 წლის შემტევი პორტუგალიელ სპეციალისტთან, ჟოზე მოურინიოსთან კიდევ ერთხელ გაერთიანდება. "განსაკუთრებულთან" ერთად რომელუს "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედში" უმუშავია.

    "დახვედრა, რომელიც კლუბმა და ფანებმა მომიწყვეს, კიდევ უფრო დიდი მოტივაციით განმაწყობს, რათა ჩემი ახალი გუნდისთვის ყველაფერი გავიღო.

    მოუთმენლად ველი, თუ როდის ვიქნები ჩემი თანაგუნდელებისთვის ხელმისაწვდომი მოედანზე," - თქვა ლუკაკუმ.

    ბელგიელმა ფეხბურთელმა ხელფასი გვარიანად შეიმცირა, რომ "სტადიო ოლიმპიკოზე" მისი ტრანსფერი განხორციელებულიყო.

    აქვე გეტყვით, რომ სერია ა-ს 2 ტურში "რომას" 1 ქულა აქვს და შემდეგ ტურში "მილანს" შეხვდება.

    Facebook კომენტარები