• 11-09-2023
    პოლ პოგბამ დოპინგ-ტესტი ჩააგდო
    პოლ პოგბამ დოპინგ-ტესტი ჩააგდო

    ტურინის "იუვენტუსის" ფრანგმა ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ დოპინგ-ტესტი ჩააგდო.

    აღნიშნული ტესტი 30 წლის ფეხბურთელმა სერია ა-ს პირველი ტურის მატჩის შემდეგ ("უდინეზეს" წინააღმდეგ) გაიკეთა და მისი პასუხი დღეს გახდა ცნობილი. ანალიზმა ტესტოსტერონის კვალი აჩვენა.

    მართალია, "უდინესთან" დაპირისპირებაში თავად პოლს მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ ამის მერე მან სერია ა-ს 2 მატჩი ითამაშა.

    "ბიანკონერი" ახლა განმეორებითი ტესტის ჩატარებას ითხოვს. სწორედ ამაზეა დამოკიდებული ფრანგის ბედიც.

    პოლს დროებით აეკრძალა მატჩებში მონაწილეობა. იმ შემთხვევაში, თუ დოპინგის მოხმარება მას მართლაც დაუდგინდა, 4-წლიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება.

    Facebook კომენტარები