• 13-06-2023
    მილინკოვიჩ-სავიჩით "ინტერიც" დაინტერესდა
    მილინკოვიჩ-სავიჩით "ინტერიც" დაინტერესდა

    რომის "ლაციოს" სერბი ნახევარმცველით, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩით დაინტერესებულ კლუბთა რიცხვს მილანის "ინტერიც" შეუერთდა.

    La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, სიმონე ინძაგი ამ კვირაში "ნერაძურის" ხელმძღვანელობას შეხვდება და სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრებს. შეხვედრაზე აუცილებლად გაიჟღერებს მილინკოვიჩ-სავიჩის გვარიც.

    მილანურ კლუბს შემადგენლობიდან რამდენიმე მოთამაშის გაშვება დასჭირდება, რათა "ლაციალეს" 28 წლის ვარსკვლავის ტრანსფერის განხორციელება შეძლოს.

    "არწივები" მილინკოვიჩ-სავიჩს შედარებით დაბალ ფასად გაუშვებენ, რადგან სერბს კლუბთან კონტრაქტი მომდევნო წელს ეწურება, ახალი ხელშეკრულების გაფორმებას კი არ აპირებს. 

    გასულ სეზონში სერგეიმ 47 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 11 გოლი და გააკეთა 8 საგოლე გადაცემა.

    რაც შეეხება "ინტერნაციონალეს", კლუბი "სასუოლოს" ნახევარმცველს, დავიდე ფრატეზისაც უმიზნებს. ფრატეზი "იუვენტუსისა" და "რომას" ინტერესთა სფეროშიც იმყოფება.

    Facebook კომენტარები