• 20-09-2023
    ლუის ენრიკე: "მბაპე მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია"
    ლუის ენრიკე: "მბაპე მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია"
    Author of the article
    Aa

    "პარი სენ ჟერმენმა" ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი წარმატებულად დაიწყო. პარიზელებმა შინ დორტმუნდის "ბორუსია" მიიღეს და მეტოქეს ანგარიშით 2:0 მოუგეს.

    მასპინძლები წინ 49-ე წუთზე გავიდნენ - კილიან მბაპემ პენალტი ზუსტად შეასრულა. 9 წუთის შემდეგ კი თავისი გოლი აჩრაფ ჰაკიმიმ შეაგდო.

    მბაპეს თამაშით აღფრთოვანებული დარჩა "პსჟ-ს" მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე. ლუჩომ ეს მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზეც გამოხატა.

    "ჩემთვის, კილიან მბაპე მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია.

    გარდა მისი ტექნიკური უნარებისა, გამაოცა მისმა ადამიანურმა თვისებებმაც. კილიანის გასახდელში ნახვა ძალიან სასიამოვნოა. ის ლიდერია, რომელსაც სახეზე ყოველთვის ღიმილი დასთამაშებს," - თქვა ენრიკემ.

    შეგახსენებთ, რომ "პსჟ" A ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. მეორე-მესამე ადგილებს "მილანი" და "ნიუკასლი" იყოფენ, რომლებმაც "სან სიროზე" ნულოვანი ფრე ითამაშეს.

    Facebook კომენტარები