• 20-09-2023
    პროვედელი: "ეს ღამე მთელი ცხოვრების განმავლობაში მემახსოვრება"
    პროვედელი: "ეს ღამე მთელი ცხოვრების განმავლობაში მემახსოვრება"
    Author of the article
    Aa

    ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი სათამაშო დღის მთავარი ღირშესანიშნაობა "სტადიო ოლიმპიკოს" მაყურებელმა იხილა. საუბარია "ლაციოს" მეკარის, ივან პროვედელის მიერ მადრიდის "ატლეტიკოს" კარში გატანილ გოლზე.

    "როხიბლანკო" ბოლო წამებამდე იგებდა, მაგრამ სახლში მაინც ქულის ამარა დაბრუნდა. ამის მიზეზი "ლაციალეს" 29 წლის გოლკიპერია, რომელიც 94-ე წუთზე შეფრინდა იან ობლაკის საჯარიმოში, ლუის ალბერტოს ჩაწოდებულ ბურთს თავი კარგად დაუხვედრა და კარიერაში მეორე გოლი შეაგდო.

    თავისი ემოციები იტალიელმა Sky Sport Italia-ს გაუზიარა.

    "დაბნეულობას ჰქონდა ადგილი, მაგრამ მითხრეს, რამდენი დრო იყო დარჩენილი. ამიტომაც ჩავედი მეტოქის საჯარიმოში. 

    ახლაც არ მგონია, რომ გოლი სრულად გავიაზრე. ალბათ, ამას შემდგომში გავაკეთებ. ფეხბურთში კარგი და ცუდი ამბები მალე იცვლება. დღეს ბედნიერი ვარ. ვერ მოვიგეთ, თუმცა შაბათს აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ.

    ხუმრობით გეტყვით, რომ იმობილეს ვსწავლობდი. ლუის ალბერტო გადმოვარდნილ ბურთს ხშირად ურტყამს. ერთადერთი თავისუფალი სივრცე იქ იყო, სადაც აღმოვჩნდი.

    ეს ღამე მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში მემახსოვრება. ბედნიერი ვარ იმის გამოც, რომ ქულა ავიღეთ შეხვედრაში, რომელში წაგებასაც არ ვიმსახურებდით," - თქვა პროვედელმა.

    შეგახსენებთ, რომ "ლაციო" და "ატლეტიკო" ჯგუფში მე-2 & მე-3 ადგილებს იყოფენ. პირველ პოზიციაზე როტერდამის "ფეინოორდია", რომელმაც "სელტიკს" უშანსოდ მოუგო.

    Facebook კომენტარები