• 25-09-2023
    "ყველაზე ბოროტი პიროვნება" - რას ამბობდა ჟუნინიო რუდი გარსიაზე
    "ყველაზე ბოროტი პიროვნება" - რას ამბობდა ჟუნინიო რუდი გარსიაზე
    Author of the article
    Aa

    რუდი გარსიას "ნაპოლიში" საქმეები კარგად ნამდვილად არ მისდის. "პარტენოპეის" სერია ა-ში 3-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, ფრანგ სპეციალისტს კი გუნდის ვარსკვლავებთან ურთიერთობაში პრობლემები აქვს - მოედნიდან გაყვანაზე საჯარო პროტესტი ჯერ ხვიჩა კვარაცხელიამ გამოხატა, მერე კი ვიქტორ ოსიმენმა. 

    გარსია რომ იდეალური ხასიათით არ გამოირჩევა, ამაზე ყველაზე კარგად ჟუნინიოს აქვს ნასაუბრები. აი, რა თქვა ლეგენდარულმა ბრაზილიელმა რუდის შესახებ:

    "რუდი გარსიასთან ურთიერთობის ჩემებური გამოცდილება საშინელი იყო.

    ის ყველაზე ბოროტი პიროვნებაა, ვისაც საფეხბურთო კარიერაში შევხვედრივარ.

    იგი ვერაფერს უძღვება. ლიდერობის მისი გზა სხვების შიშში მოქცევაზე გადის.

    გარსია მხოლოდ მათ სცემს პატივს, ვისაც ძალაუფლება აქვს ან ვისთან ურთიერთობით სარგებლობაც შეუძლია."

    ჟუნინიოსა და ფრანგი სპეციალისტის გზები ლიონის "ოლიმპიკში" გადაიკვეთა. როცა რუდი "ოლიმპიკს" წვრთნიდა, პერნამბუკანო მაშინ კლუბის სპორტული დირექტორი გახლდათ.

    Facebook კომენტარები