• 07-10-2023
    მოურინიო: "საუდის არაბეთში აუცილებლად ვიმუშავებ"
    მოურინიო: "საუდის არაბეთში აუცილებლად ვიმუშავებ"
    Author of the article
    Aa

    იტალიური "რომას" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ საუდის არაბულ კლუბს ოდესმე აუცილებლად ჩაიბარებს. 

    "ფეხბურთის ისტორიაშ მწვრთნელისთვის ყველაზე ძვირადღირებული წინადადება მივიღე. იგი უარით გავისტუმრე, რადგან "რომას" ხელმძღვანელობისთვის, ფანებისა და ფეხბურთელებისთვის ნათქვამი მქონდა, რომ ვრჩებოდი. მათ სიტყვა მივეცი.

    საუდის არაბეთში თავისუფალ დროს წავალ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იქ ვიმუშავებ. არ ვიცი როდის, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება.

    ჩემთვის საუდის არაბეთის კარი ყოველთვის ღიაა. მინდა, რომ იქ განვითარება ვიგრძნო.

    კრიშტიანუ რონალდუ პირველი გახლდათ, რომელიც არაბეთში წავიდა და მან პერსპექტივა შეცვალა. თავიდან ფეხბურთელები ფიქრობდნენ, რომ ეს ერთი კაცის შოუ იყო, მაგრამ ზაფხულში ყველაფერი სწრაფად შეიცვალა," - თქვა 60 წლის სპეციალისტმა.

    შეგახსენებთ, რომ "რომამ" სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო. სერია ა-ში ნათამაშები 7 ტურის თავზე, "მგლები" სატურნირო ცხრილში მე-13 პოზიციას იკავებენ.

    Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, თუ "ჯალაროსი" კვირას "კალიარისთან" წააგებს, მოურინიოს გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლებენ.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები