• 10-10-2023
    "ვცდილობთ, რომ განვლილი მატჩები დავივიწყოთ" - ქოჩორაშვილის კომენტარი
    "ვცდილობთ, რომ განვლილი მატჩები დავივიწყოთ" - ქოჩორაშვილის კომენტარი

    საქართველო ეროვნულმა ნაკრებმა მომავალი მატჩებისთვის მზადება უოვე დაიწყო. გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი აკლია, თუმცა ისინი გუნდს მალე შეუერთდებიან.

    პირველი ვარჯიშის შემდეგ, "ლევანტეს" ქართველმა ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა კომენტარი გააკეთა:

    "ძალიან გახარებული ვარ, რადგან ისევ მიწევს საქართველოს ნაკრების მაისურის ჩაცმა, რაც ძალიან საპასუხისმგებლოა ჩემთვის. ვფიქრობ, გუნდში იგივე მენტალიტეტია. ვცდილობთ, რომ დავივიწყოთ განვლილი მატჩები, თუმცა, ამავდროულად უნდა ვისწავლოთ განვლილი თამაშებისგან. დღეს, პირველი ვარჯიში გვქონდა და დავიწყეთ მზადება ტაილანდთან და კვიპროსთან სათამაშოდ"

    "ფეხბურთელისთვის ყოველთვის განსაკუთრებული მოტივაციაა, როდესაც შენი თანამემამულეები გამხნევებენ. ვფიქრობ, უნდა მოვახერხოთ როგორც ტაილანდთან, ისე კვიპროსთან ჩვენი თამაშის ჩვენება და შევასრულოთ მწვრთნელის დავალებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მათ უკეთ იციან ჩვენი შესაძლებლობები. მივყვებით ყოველდღიურობას და ვეცდებით გავახაროთ ჩვენი გულშემატკივრები", - განაცხადა ქოჩორაშვილმ.

    Facebook კომენტარები