• 22-10-2023
    ყველაზე მოულოდნელი კანდიდატი - ვისით აპირებს "ნაპოლი" რუდი გარსიას ჩანაცვლებას
    ყველაზე მოულოდნელი კანდიდატი - ვისით აპირებს "ნაპოლი" რუდი გარსიას ჩანაცვლებას
    Author of the article
    Aa

    ლონდონის "ჩელსის" ყოფილი თავკაცი, გრემ პოტერი ორი კლუბის ინტერესთა სფეროში მოექცა. აღნიშნულ ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.

    ქართველი ქომაგისთვის საინტერესო ის უნდა იყოს, რომ ინგლისელ სპეციალისტს "ნაპოლის" უკავშირებენ.

    წყაროს თანახმად, "პარტენოპეი" 49 წლის მწვრთნელთან მოლაპარაკებების დაწყებას ახლო მომავალში იმედოვნებს.

    ნეაპოლელებს კონკურენციას "მანჩესტერ იუნაიტედი" გაუწევს. "წითელი ეშმაკები" უკვე ფიქრობენ ერიკ ტენ ჰაგის შესაძლო გაშვებაზე, ნიდერლანდელის ჩანაცვლების კანდიდატად კი სწორედ პოტერი ესახებათ.

    შეგახსენებთ, რომ გრემი "ჩელსიმ" თანამდებობიდან 2 აპრილს გაათავისუფლა. იქამდე იგი "ბრაიტონში" საკმაო წარმატებით მუშაობდა.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები