• 23-10-2023
    ცნობილია: რამდენი პროცენტით ფასდება "ნაპოლის" მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი
    ცნობილია: რამდენი პროცენტით ფასდება "ნაპოლის" მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი

    იტალიური "ნაპოლი" ხვალ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩს გამართავს, სადაც "უნიონ ბერლინთან" მოსინჯავს ძალებს.

    "პარტენოპეი" ჯერ არც სერია ა-ში ჰგავს იმ გუნდს, რომელმაც გასული სეზონი ფენომენალურად ჩაატარა და, რა გასაკვირია, დამაჯერებლად არც ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე გამოიყურება.

    სწორედ ამიტომ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ნეაპოლელთა ტრიუმფის შანსს სუპერკომპიუტერი 0.3%-ით აფასებს.

    შედარებისთვის, სეზონის სტარტზე, როცა ჩემპიონთა ლიგა ჯერ არც კი გახლდათ განახლებული, Opta-ს ხელოვნური ინტელექტი რუდი გარსიას მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგების ალბათობას 4.5%-ით განსაზღვრავდა.

    ცნობისთვის, "უნიონისა" და "ნაპოლის" ჯახი ხვალ, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები