• 03-11-2023
    კვარა მბაპეს შემცვლელად - რა გეგმა აქვთ "პარი სენ ჟერმენში"
    კვარა მბაპეს შემცვლელად - რა გეგმა აქვთ "პარი სენ ჟერმენში"
    Author of the article
    Aa

    ესპანური Fichajes.net იუწყება, რომ ფრანგული "პარი სენ ჟერმენი" 2024 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ნაპოლიდან" ხვიჩა კვარაცხელიას წაყვანას ეცდება.

    "დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს კილიან მბაპე "რეალს" შეუერთდება. "პსჟ-მ" უკვე დაიწყო მისი შემცვლელის ძებნა და ამ როლში ხვიჩა კვარაცხელია მოიაზრება.

    როგორც ჩანს, პარიზელები "ნაპოლის" სათამაშო სტილით მოხიბლულნი არიან. თუ მბაპე წავა, კვარას ტრანსფერი მათთვის შეიძლება პრიორიტეტულ ამოცანად იქცეს, მაგრამ "ნაპოლისთან" მოლაპარაკება იოლი ნამდვილად არ იქნება.

    ნეაპოლელები კვარას დაახლოებით 170 მილიონ ევროდ აფასებენ. მართალია, "პსჟ-მ" გასულ ზაფხულს ტრანსფერებში დიდი ინვესტიცია ჩადო (300 მილიონ ევრომდე), თუმცა კატარელთა საკუთრებაში მყოფ კლუბს "პარტენოპეის" მოთხოვნილი ღირებულების გადახდა მაინც არ უნდა გაუჭირდეს," - წერს ვებსაიტი.

    მიმდინარე სეზონში ხვიჩამ 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მისი მონაგარი 3 გოლისა და 4 საგოლე გადაცემისგან შედგება.

    Facebook კომენტარები