• 05-11-2023
    ჩალჰანოღლუ სერია ა-ში ყველაზე გამტანი თურქი გახდა
    ჩალჰანოღლუ სერია ა-ში ყველაზე გამტანი თურქი გახდა
    Author of the article
    Aa

    მილანის "ინტერის" გამოცდილმა ნახევარმცველმა, ჰაქან ჩალჰანოღლუმ "ატალანტასთან" მატჩში თავისთვის მეტად მნიშვნელოვანი მაჩვენებელი დააფიქსირა.

    შეხვედრაში, რომელიც "ნერაძურიმ" ანგარიშით 2:1 მოიგო, 29 წლის შუახაზელმა თავი პენალტის ნიშნულიდან გამოიჩინა.

    Opta-ს ინფორმაციით, ეს ჰაქანისთვის 36-ე გოლი გახლდათ იტალიის სერია ა-ში. ჩალჰანოღლუ თანამემამულე სუკრუ გულესინს გაუთანაბრდა და ჩემპიონატის ყველაზე შედეგიანი თურქი გახდა.

    გულესინი 1950-1953 წლებში "პალერმოსა" და "ლაციოს" ღირსებას იცავდა.

    საინტერესოა ისიც, რომ 2017/2018 წლების სეზონიდან მოყოლებული, ჩალჰანოღლუს სერია ა-ში 10-დან 10 პენალტი აქვს გატანილი. ამ შედეგით იგი მხოლოდ რომელუ ლუკაკუს (14/14) ჩამორჩება.

    ცნობისთვის, "ინტერნაციონალე" სატურნირო ცხრილს 28 ქულით ლიდერობს.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები