• 09-11-2023
    სოლიდური ქულები - როგორ შეფასდა ხვიჩას თამაში "უნიონთან"
    სოლიდური ქულები - როგორ შეფასდა ხვიჩას თამაში "უნიონთან"
    Author of the article
    Aa

    იტალიურმა "ნაპოლიმ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ქულები მეორედ დაკარგა. "პარტენოპეიმ" დღეს გერმანულ "უნიონს" უმასპინძლა და დაუზავდა, ანგარიშით 1:1.

    უფერული მატჩი ჰქონდა ნეაპოლელთა ქართველ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც საგოლე მოქმედებით ვერ გამოირჩა.

    22 წლის გარემარბს შეეძლო, რომ მატჩის გმირი გამხდარიყო, თუმცა მის მიერ შეხვედრის უკანასკნელ წუთებზე, აკრობატულ ნახტომში განხორციელებული დარტყმა "უნიონის" გოლკიპერმა აიღო.

    Whoscored.com-მა კვარას თამაში 7.6 ქულით შეაფასა, Sofascore-მა კი - 7.9 ქულა დაუწერა.

    "ნაპოლის" 4 ტურში 7 ქულა აქვს აღებული და ჯგუფში მე-2 ადგილს იკავებს.

    Facebook კომენტარები