• 12-11-2023
    "ნაპოლი" გარსიას შემცვლელს ეძებს - 4 კანდიდატი
    "ნაპოლი" გარსიას შემცვლელს ეძებს - 4 კანდიდატი
    Author of the article
    Aa

    "ნაპოლიმ" სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებაში მორიგი საშინაო მატჩი წააგო. "პარტენოპეიმ" დღეს "ემპოლის" უმასპინძლა და ვიქტორ კოვალენკოს მიერ 91-ე წუთზე გატანილი ულამაზესი გოლის წყალობით (0:1) დამარცხდა.

    Area Napoli-ს ინფორმაციით, "ნაპოლის" პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი გაშვებულმა გოლმა ისე გააბრაზა, რომ იგი შეხვედრის დასრულებას აღარ დაელოდა და ტრიბუნა ნაადრევად დატოვა.

    ბუნებრივია, სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონების მთავარი მწვრთნელის, რუდი გარსიასთვის ეს კარგს არაფერს უნდა ნიშნავდეს.

    გარსიას შესაძლო შემცვლელების შესახებ Sky Sport-ის ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო წერს.

    "დე ლაურენტისის უკმაყოფილება ბოლო კვირაში მარტივად შესამჩნევი გახლდათ, "ემპოლისთან" მარცხმა კი ეს შეგრძნება უფრო გაამძაფრა. პრეზიდენტმა სტადიონი გაშვებული გოლის შემდეგ დატოვა.

    თუ გარსიას გაუშვებს, ვინ დაიკავებს მის ადგილს? შესაძლოა, ანტონიო კონტეს კანდიდატურა კვლავ აქტუალური გახდეს. დე ლაურენტისს მასთან ხელახლა დალაპარაკებაში ხელს არაფერი უშლის. მით უმეტეს, რომ "ტოტენჰემის" ყოფილმა თავკაცმა ახლახანს თქვა, რომ მუშაობის განახლება უნდა. განიხილება იგორ ტუდორის, ვალტერ მაცარისა და ფაბიო კანავაროს კანდიდატურებიც," - გვაუწყებს დი მარციო.

    "ნაპოლის" 12 ტურში 21 ქულა აქვს აღებული და ლიდერ "ინტერს" 8 ქულით ჩამორჩება.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები