• 12-11-2023
    გარსია 1 თვის გაგდებული უნდა იყოს - ვინ მოჰყავდა გუნდში დელაურენტისს
    გარსია 1 თვის გაგდებული უნდა იყოს - ვინ მოჰყავდა გუნდში დელაურენტისს
    Author of the article
    Aa

    "ნაპოლიმ" სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებაში მორიგი საშინაო მატჩი წააგო. "პარტენოპეიმ" დღეს "ემპოლის" უმასპინძლა და ვიქტორ კოვალენკოს მიერ 91-ე წუთზე გატანილი ულამაზესი გოლის წყალობით (0:1) დამარცხდა.

    Area Napoli-ს ინფორმაციით, "ნაპოლის" პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი გაშვებულმა გოლმა ისე გააბრაზა, რომ იგი შეხვედრის დასრულებას აღარ დაელოდა და ტრიბუნა ნაადრევად დატოვა.

    ბუნებრივია, სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონების მთავარი მწვრთნელის, რუდი გარსიასთვის ეს კარგს არაფერს უნდა ნიშნავდეს.

    იტალიურ პრესაში წერენ, დე ლაურენტისს გარსიას თანამდებობიდან გათავისუფლება უკვე 1 თვეა, რაც გადაწყვეტილი აქვს. წყაროს თანახმად, იგი ყველაფერს აკეთებდა, რათა დიეგო არმანდო მარადონას სახელობის არენაზე ანტონიო კონტე მიეყვანა, თუმცა ეს მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.

    ახლა "პარტენოპეისთვის" ყველაზე რეალურ ვარიანტად იგორ ტუდორი განიხილება. გეგმა B-დ კი ვალტერ მაცარი მოჩანს.

    შეგახსენებთ, რომ "ნაპოლის" სერია ა-ში 21 ქულა აქვს და ლიდერ "ინტერნაციონალეს" 8 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, კამპანიელები იქ ჯგუფში მე-2 პოზიციას ამაგრებენ.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები