• 15-11-2023
    როგორი იქნება ვალტერ მაძარის "ნაპოლის" ძირითადი შემადგენლობა ამ სეზონში
    როგორი იქნება ვალტერ მაძარის "ნაპოლის" ძირითადი შემადგენლობა ამ სეზონში
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, "ნაპოლის" პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა გუნდისთვის სეზონის გადარჩენა 62 წლის სპეციალისტს, ვალტერ მაძარის დაავალა. 

    მაძარი შემტევი ფეხბურთის მქადაგებელი მწვრთნელია. თითქმის ყველა კლუბში, რომელსაც მას კარიერის განმავლობაში უმუშავია, სასტარტო შემადგენლობაში 3 მცველს განამწესებდა ხოლმე. ასე იყო მაშინაც, როცა იგი "ნაპოლის" ედგა სათავეში (2009-2013 წლებში).

    მოსალოდნელია, რომ სინიორ ვალტერი თავის ფილოსოფიას არც ამჯერად უღალატებს. გასარკვევი ისაა, მაძარი არჩევანს 3 : 5 : 2-ზე გააკეთებს, თუ 3 : 4 : 3-ზე. თუ არჩევანი პირველზე შეჩერდა, "პარტენოპეის" სასტარტო თერთმეტეული ასე უნდა გამოიყურებოდეს:

    მერეტი - ოსტიგორი, ნატანი, რაჰმანი - დი ლორენცო, ანგისა, ლობოტკა, ჟელინსკი, ოლივეირა - კვარაცხელია, ოსიმენი

    ამ ფორმაციაში ხვიჩა მეორე ფორვარდის როლს მოირგებს და ოსიმენს შეუწყვილდება. ცენტრფორვარდის პოზიციაზე თამაშის გამოცდილება კვარას აქვს - ეროვნულ ნაკრებში იგი რამდენჯერმე ვიხილეთ აღნიშნულ როლში. 

    შეგახსენებთ, რომ მაძარი "ნაპოლიში" დაბრუნების შემდეგ თავის პირველ მატჩს 25 ნოემბერს, "ატალანტას" წინააღმდეგ ჩაატარებს.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები