20-11-2023

"ფიორენტინას" ფელიპე ანდერსონის წაყვანა სურს

ავტორი
ფელიპე ანდერსონს რომის "ლაციოსთან" კონტრაქტი მალე ეწურება, ამით სარგებლობას კი "ფიორენტინა" აპირებს.
ბრაზილიელი აპრილში 30 წლის ხდება, "ლაციალესთან" ხელშეკრულება კი 2024 წლის ივლისამდე აკავშირებს. ეს იმას ნიშნავს, რომ იანვრიდან მას უკვე შეეძლება სხვა კლუბებთან პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოება.
Tuttomercattoweb-ის ინფორმაციით, "არწივებს" სურთ, რომ ანდერსონმა ხელფასი შეიმციროს. ფელიპე ამას ჯერ არ თანხმდება.
"ლაციოში" გამოცდილ შემტევს მოედნის ფეხბურთელებს შორის წელს ყველაზე მეტი წუთი აქვს ნათამაშები, თუმცა დიდი შედეგიანობით ვერ გამოირჩევა. მის ანგარიშზე მხოლოდ 1 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.
აქვე გეტყვით, რომ ანდერსონისთვის ეს მეორე რომაული თავგადასავალია. "ლაციოში" იგი 201-2018 წლებშიც ირიცხებოდა და იქ 2021 წელს დაბრუნდა.
Facebook კომენტარები