• 24-11-2023
    კვარას ხელფასს 4-ჯერ უზრდიან - იტალიური გამოცემის ცნობა
    კვარას ხელფასს 4-ჯერ უზრდიან - იტალიური გამოცემის ცნობა
    Author of the article
    Aa

    Tuttomercatoweb-ის ინფორმაციით, "ნაპოლი" ხვიჩა კვარაცხელიასთან ხელშეკრულების განახლებასთან ძალიან ახლოსაა.

    იტალიური გამოცემა იუწყება, რომ "პარტენოპეის" პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი ქართველ ვარსკვლავს წლიურ ხელფასს 4 მილიონ ევრომდე გაუზრდის. ხელშეკრულება 2028 წლის ივლისამდე იმოქმედებს და მასში კიდევ 1 წლით გახანგრძლივების ოფციაც ექნება ჩადებული.

    22 წლის შემტევის ამჟამინდელ კონტრაქტს ვადა 2027 წლის ზაფხულში ეწურება. მისი წლიური ანაზღაურება 1 მილიონ ევროზე ცოტათი მეტია. როგორც ხედავთ, დე ლაურენტისი კვარაცხელიასთვის ხელფასის მნიშვნელოვნად მომატებას აპირებს.

    როდის გაფორმდება კონტრაქტი, ამაზე იტალიური გამოცემა ჯერ დუმს.

    შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩამ "ნაპოლის" მაისური 15 მატჩში მოირგო. მან 3 გოლი გაიტანა, 4 საგოლე გადაცემა გააკეთა და 2-ჯერ პენალტიც მოიპოვა.

    Facebook კომენტარები