• 18-06-2023
    ვინ შეცვლის ოსიმენს - "ნაპოლის" 3 კანდიდატი ჰყავს
    ვინ შეცვლის ოსიმენს - "ნაპოლის" 3 კანდიდატი ჰყავს
    Author of the article
    Aa

    იტალიური "ნაპოლისთვის" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა "ვერონადან" 29 წლის ცენტრფორვარდის, ჯოვანი სიმეონეს გამოსყიდვით დაიწყო.

    რაც შეეხება ნეაპოლელთა მთავარ ცხრიანს, ვიქტორ ოსიმენს, მისი მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება. ნიგერიელ ვარსკვლავს კვლავ უკავშირებენ "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "პსჟ-ს", თუმცა ბოლო პერიოდში ტრანსფერზე საუბარი შესამჩნევად მიწყნარდა.

    La Repubblica-ს ინფორმაციით, "პარტენოპეის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ოსიმენის სანაცვლოდ მიღებულ შეთავაზებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ მათი ღირებულება 120 მილიონი ევრო ან მეტი იქნება.

    ოსიმენის შესაძლო შემცვლელებად შემდეგი თავდამსხმელები განიხილებიან:

    ჯონათან დავიდი (ლილი)

    ბულაიე დია (სალერნიტანა)

    ბეტო (უდინეზე)

    შეგახსენებთ, რომ ოსიმენი სერია ა-ს გასული სეზონის საუკეთესო მეგოლე გახლდათ. 32 მატჩში მან თავი 26 გოლითა და 5 ასისტით გამოიჩინა. ვიქტორი დასახელდა იტალიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო თავდამსხმელადაც.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები