• 07-12-2023
    პოლ პოგბას 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება
    პოლ პოგბას 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება
    Author of the article
    Aa

    ტურინის "იუვენტუსისა" და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველის, პოლ პოგბას საფეხბურთო კარიერა სერიოზული საფრთხის წინაშეა, რადგან იტალიის ეროვნულმა ანტიდოპინგ სააგენტოს პროკურორებმა მისთვის 4-თვიანი დისკვალიფიკაციის დაწესება მოითხოვს.

    გამოცდილი შუახაზელი დოპინგ-ტესტზე ამა წლის სექტემბერში ჩავარდა. 

    "შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ანტიდოპინგ სააგენტოსგან ოთხწლიანი დისკვალიფიკაციის მოთხოვნა მივიღეთ," - უთხრა AFP-ს "ბიანკონერის" სპიკერმა.

    პოგბას წარმომადგენლები ამბობენ, რომ ტესტოსტერონი, რომელიც პოლის ორგანიზმში აღმოჩნდა, იქ ამერიკელი ექიმის მიერ გამოწერილი წამლის მეშვეობით აღმოჩნდა. თუ ფეხბურთელი ამის დამტკიცებას მოახერხებს, დისკვალიფიკაციის ვადა 2 წლამდე, ან სულაც რამდენიმე თვემდე შეიძლება შემცირდეს.

    30 წლის ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში სულ 2 მატჩის ჩატარება მოასწრო. ახლა მას დროებითი დისკვალიფიკაცია აქვს შეფარდებული და განაჩენს ელოდება.

    Facebook კომენტარები