• 19-06-2023
    გადაწყვეტილია! - რუბენ ნევეში “ალ ჰილალში” ითამაშებს
    გადაწყვეტილია! - რუბენ ნევეში “ალ ჰილალში” ითამაშებს

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონა” აქტიურად ინტერესდებოდა “ვულვზის” პორტუგალიელი ნახევარმცველის, რუბენ ნევეშის შეძენით.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ალ ჰილალმა” პორტუგალიელი ფეხბურთელის ტრანსფერი დახურა.

    არაბული გუნდი 26 წლის მოთამაშეში 55 მილიონ ევროს გადაიხდის. ამჟამად საბოლოო დეტალები გვარდება.

    ცნობისთვის, კატალონიური გუნდის მთავარ მწვრთნელს, ჩავი ერნანდესს ნევეშის მოყვანა ძალიან სურდა, თუმცა ტრანსფერი არ გამოვიდა.

    Facebook კომენტარები