19-06-2023

ლეაუ: "პიოლის დამსახურებაა, რომ ახლა ვარ ის, ვინც ვარ"

ავტორი
რაფაელ ლეაუმ StarCasino-სთან ინტერვიუში სტეფანო პიოლიზე ისაუბრა.
"სტეფანოს დახმარებით, ახალი მენტალიტეტი ჩამომიყალიბდა, ვარ უფრო კონცენტრირებული, ვარჯიშებზეც კი 100 პროცენტით ვიხარჯები.
სტეფანო ხშირად მეკითხება, თუ როგორ ვარ მე და ჩემი ოაჯხი, ეს ურთიერთობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც მოედანსა და მის მიღმა მეხმარება.
მისი ბევრი მმართებს, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ახლა ვარ ის, ვინც ვარ.", - თქვა ლეაუმ.
Facebook კომენტარები