• 25-01-2024
    ლუკაკუ: "2 წელიწადში საუდის არაბეთს საუკეთესო ჩემპიონატი ექნება"
    ლუკაკუ: "2 წელიწადში საუდის არაბეთს საუკეთესო ჩემპიონატი ექნება"
    Author of the article
    Aa

    იტალიური "რომას" თავდამსხმელი, რომელუ ლუკაკუ საუდის არაბეთის ჩემპიონატის განვითარებას პროგნოზირებს. ამის შესახებ 30 წლის ცენტრფორვარდი ბელგიურ გამოცემა HNL-ს ესაუბრა.

    "მგონია, რომ მომდევნო ორ წელიწადში საუდის არაბეთის ჩემპიონატი ერთ-ერთი საუკეთესო პირველობა იქნება, თუ არა საუკეთესო.

    კლუბები ცდილობენ, რომ იქ დიდი ფეხბურთელები ჩაიყვანონ. შესაბამისად, გუნდებიცა და საფეხბურთო დონეც შესამჩნევად იზრდება. 

    ვხედავ თუ არა საკუთარ თავს ოდესმე საუდის არაბეთის ჩემპიონატში? რა თქმა უნდა," - განაცხადა ლუკაკუმ.

    გასული წლის ზაფხულში რომელუს "ალ ჰილალი" წელიწადში 45 მილიონი ფუნტის ოდენობის ანაზღაურებას სთავაზობდა, თუმცა "დიდმა რომმა" ევროპიდან წასვლა არ ისურვა და "ჩელსის" მისი "ჯალაროსიში" განათხოვრება მოუხდა. როგორც ჩანს, ლუკაკუმ აზრი შეიცვალა, რადგან ამ ინტერვიუდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იგი ახლა არაბულ კლუბებთან მოლაპარაკებებისთვის სრულ მზადყოფნას აცხადებს.

    ლუკაკუს მიმდინარე სეზონში 26 მატჩი აქვს ჩატარებული. "მგლებს" ის 15 გოლითა და 2 ასისტით დაეხმარა.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები