• 30-01-2024
    ოფიციალურად: "რომამ" ანხელინიო ინათხოვრა
    ოფიციალურად: "რომამ" ანხელინიო ინათხოვრა
    Author of the article
    Aa

    იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე განაპირა მცველის დამატება "რომას" პრიორიტეტულ ამოცანად ნამდვილად არ მიიჩნეოდა, თუმცა გუნდის ფლანგელების ჯანმრთელობასთან და სტაბილურობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა კლუბს სწორედ ამ პოზიციის გაძლიერება აიძულა.

    "ჯალაროსიმ" უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ "რედ ბულ ლაიფციგიდან" მათ 27 წლის ფეხბურთელი, ანხელინიო ინათხოვრეს.

    "როცა სიტყვა "რომა" გავიგე, აღარც მიყოყმანია. ამაყი ვარ, რომ ვარ იმ დიდებული გუნდის ნაწილია, რომელსაც საოცარი ისტორია აქვს და ჩემპიონებითაა დაკომპლექტებული.

    ერთი სული მაქვს, როდის ვიქნები მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში და ახალ თანაგუნდელებს შევხვდები," - განაცხადა ესპანელმა.

    აღსანიშნავია, რომ "რომამ" მიიღო ანხელინიოს გამოსყიდვის უფლებაც, თუმცა რა თანხის გადახდა მოუწევს კლუბს ამ უფლებით სარგებლობისთვის, უცნობია.

    გამოცდილმა მარცხენა მცველმა სეზონის პირველი ნახევარი სტამბოლის "გალათასარაიში" გაატარა, სადაც ასევე "ლაიფციგიდან" იყო განათხოვრებული. მან 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 1 გოლი და გააკეთა 1 საგოლე გადაცემა.

    Facebook კომენტარები