დანიელე დე როსის სამწვრთნელო კარიერა შთამბეჭდავად იწყება. 36 წლის იტალიელმა "რომაში" ჟოზე მოურინიო ჩაანაცვლა და გუნდს ზედიზედ 3 შეხვედრა მოაგებინა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი გასულ უქმეებზე ჩატარებული მატჩი გამოდგა, სადაც "მგლებმა" "კალიარი" გაანადგურეს, ანგარიშით 4:0.
დე როსის წარმატებულ სტარტს მისი თანამემამულე, მარიო ბალოტელი ეხმაურება.
"მჯერა, რომ მწვრთნელის შეცვლას გუნდში ყოველთვის ენთუზიაზმი მოაქვს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ "რომამ" 3 მარტივ მეტოქესთან ითამაშა.
ვფიქრობ, დე როსი კარგი მწვრთნელი იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ მას წარმატებული კარიერა ექნება," - განაცხადა "ადანა დემისფორის" თავდამსხმელმა.
შეგახსენებთ, რომ "ჯალაროსიმ" მოურინიოს კარისკენ 15 იანვარს, "მილანთან" წაგების მერე მიუთითა. მას მერე "რომამ" 9 შესაძლებლიდან 9 ქულა აიღო და სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციაზე აინაცვლა.
მომდევნო მატჩი რომაელებს 10 თებერვალს, პირველადგილოსანი "ინტერის" წინააღმდეგ ელოდებათ.