• 04-04-2022
    "დერბი დი იტალიას" დიდი გამოხმაურება მოჰყვა
    "დერბი დი იტალიას" დიდი გამოხმაურება მოჰყვა

    გუშინ იტალიის სერია აში ტურის ცენტრალური დაპირისპირება შედგა. "იუვე" "ინტერს" დაუხვდა. მძიმე და დაძაბულ ბრძოლაში "ნერაძურიმ" აქტივში სამი ქულა ჩაიწერა. ერთადერთი გოლის ავტორი ჰაქან ჩალჰანოღლუ გახლდათ. თურქის მიერ პირველად დარტყმული თერთმეტმეტრიანი ვოიცეხ შესნიმ მოიგერია, თუმცა მატაის დე ლიხტმა საჯარიმოში მალე შეირბინა და მსაჯმა ჰაქანს პენალტი ახლიდან შეასრულებინა.


    ტურინელები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, იყო საკამათო მომენტებიც, მაგრამ საბოლოო ჯამში  შეხვედრა "ინტერის" გამარჯვებით 1-0 დასრულდა. მატჩს დიდი გამოხმაურება მოყვა. ადრიენ რაბიომ ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ფოტოს წარწერა გაუკეთა: "რთულია 11 ფეხბურთელით 12-ის წინააღმდეგ თამაში."


    "ინტერი" 63 ქულით მესამეა და უახლოეს მდევრებთან ერთად კვლავ  ბრძოლაშია სკუდეტოსათვის. რაც შეეხება "ბიანკონერის,"  მას 59 ქულა აქვს და მეოთხეა.



    Facebook კომენტარები