• 22-02-2024
    ოფიციალურად: ილია თოფურია UFC-ის ქამარს სანტიაგო ბერნაბეუზე წარადგენს
    ოფიციალურად: ილია თოფურია UFC-ის ქამარს სანტიაგო ბერნაბეუზე წარადგენს

    როგორც მოგეხსენებათ, 27 წლის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ UFC 298-ზე ალექსანდერ ვოლკანოვსკის წინააღმდეგ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა და ქვემსუბუქი წონის ქამარს დაეუფლა.

    ილიამ დაადასტურა, რომ UFC-ის ქამარს მადრიდის “რეალის” გულშემატკივრებს სანტიაგო ბერნაბეუზე წარუდგენს.

    ილია “სამეფო კლუბის” გულშემატკივრების წინაშე 26 თებერვალს ლა ლიგის 26-ე ტურის შეხვედრაში “სევილიას” წინააღმდეგ წარსდგება.

    აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული მატჩის დაწყების წინ ბურთს სიმბოლურად სწორედ ქართველი “მატადორი” გააგორებს.

    ცნობისთვის, ილიას მომდევნო ბრძოლაც სანტიაგო ბერნაბეუზე შედგება.

    Facebook კომენტარები