• 23-02-2024
    დიბალამ "ფეინოორდს" სამჯერ დასცინა
    დიბალამ "ფეინოორდს" სამჯერ დასცინა
    Author of the article
    Aa

    თამამად შეიძლება იმის ვარაუდი, რომ როტერდამის "ფეინოორდისთვის" ყველაზე საძულველი კლუბის სტატუსს ახლა იტალიური "რომა" ატარებს, რადგან უკვე ზედიზედ მესამე სეზონია, რაც ნიდერლანდელთა ევროსეზონი "ჯალაროსისთან" მარცხით სრულდება.

    2022 წელს "რომამ" "ფეინოორდს" კონფერენს ლიგის ფინალი მოუგო, 2023 წელს ევროპა ლიგის მეოთხედფინალიდან გამოთიშა, გუშინ კი ევროპა ლიგის წინასაპლეიოფო რაუნდშიც დაამარცხა. 180-მა წუთმა და დამატებითმა ტაიმებმა წუხელ მოგებული ვერ გამოავლინეს; დუელის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა, სადაც "მგლები" უფრო ზუსტები იყვნენ - 4:2.

    "რომას" ყველაზე ბედნიერი ფეხბურთელი პაოლო დიბალა გახლდათ, რომელმაც მატჩის მერე როტერდამელებს სოციალურ ქსელში 3-ჯერ დასცინა.

    არგენტინელმა შემტევმა ჯერ "ფეინოორდის" ოფიციალური გვერდის პოსტზე დააკომენტარა სიცილის "ემოჯები", რის მერეც სთორიზე ატვირთა ვიდეო, რომლითაც როტერდამელებმა რომაელებს ზაფხულში, ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენის გამო დასცინეს. "მე არ ვივიწყებ" - წააწერა "ლა ხოიამ".

    ეს ყველაფერი კი პაოლომ "რომას" ინსტაგრამ-პოსტის გადაზიარებით დააგვირგვინა, სადაც ხაზგასმული გახლდათ, რომ "ჯალაროსიმ" ისევ გაიმარჯვა.

    აქვე გეტყვით, რომ მერვედფინალში დედაქალაქელთა მეტოქე ინგლისური "ბრაიტონი" იქნება.

    Facebook კომენტარები