• 27-02-2024
    "დახურეთ ეს 2 ლარიანი დუქანი", - როგორ ეხმაურებიან ქომაგები ბილეთების საიტის გაჭედვას
    "დახურეთ ეს 2 ლარიანი დუქანი", - როგორ ეხმაურებიან ქომაგები ბილეთების საიტის გაჭედვას

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრები 21 მარტს ერთა ლიგის პლეი-ოფში ლუქსემბურგს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება.

    მატჩის ბილეთები ტრადიციულად "TKT.GE"-ზე იყიდება.

    ქართველი გულშემატკივარი დიდი ხანია შეძენას ცდილობს, თუმცა საიტი არ რეაგირებს.

    ფანები მსგავს სიტუაციას ასე ეხმაურებიან:

    "რა არის ეს!? მერამდენედ უნდა მოხდეს მსგავსი რამ"

    "დახურეთ ეს 2 ლარიანი დუქანი, რას გავს"

    "რამდენი წელია უკვე ასე ხდება, სალაროებში რო გაიყიდოს არ შეიძლეა?"

    "საკომისიოს ფული რაში იხარჯება? ერთი კარგი საიტი ვე გაუკეთებიათ"

    "დახურეთ ყველაფერი, შეგაძულებენ ყველაფერს"

    "საიტი საიდან იმართება, საშაურმიდან?"

    Facebook კომენტარები