• 04-01-2023
    ტოტის ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ
    [/xfgiven_playerads]
    ტოტის ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ
    Aa

    "რომასა" და იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ფრანჩესკო ტოტის კანონთან სერიოზული პრობლემები შეექმნა - ფულის გათეთრებაზე სპეციალიზირებულმა იტალიელმა სამართალდამცავებმა ეჭვი სწორედ "ჯალაროსის" ყოფილ კაპიტანზე მიიტანეს.


    იტალიელთა ვარაუდით, ფრანჩესკო საეჭვო საბანკო ტრანზაქციებს ახორციელებდა ხოლმე. გამოძიების ვერსიის მიხედვით, "რომის მერვე მეფე" ბუკმეიკერული კანტორებისა და კაზინოების მფლობელთა სახეიროდ მსხვილი თანხების უკანონო გადარიცხვის მონაწილე იყო.


    რა გასაკვირია, რომ ტოტის წარმომადგენლები ამ ბრალდებას უარყოფენ.


    შეგახსენებთ, რომ ფრანჩესკომ მთელი თავისი საფეხბურთო კარიერა "ჯალაროსიში" გაატარა. "რომას" ღირსებას იგი 1992-2017 წლებში იცავდა. "მგლებთან" ერთად თავდამსხელმა სერია ა ერთხელ, ხოლო იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი ორ-ორჯერ მოიგო.



    ტეგები:
    Facebook კომენტარები