• 29-02-2024
    “არ ვიცი რატომ ერიდება ილია მოვსართან ბრძოლას”. - უმარ ნურმაგომედოვმა ილია თოფურია გაკრიტიკა
    “არ ვიცი რატომ ერიდება ილია მოვსართან ბრძოლას”. - უმარ ნურმაგომედოვმა ილია თოფურია გაკრიტიკა

    როგორც მოგეხსენებათ, UFC 298-ზე ილია თოფურიამ ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაანოკაუტა და პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა.

    აღნიშნული ბრძოლის შემდეგ მოვსარ ევლოევმა “ელ მატადორი” გამოიწვია, თუმცა ილიამ განაცხადა, რომ მასთან საბრძოლველად ვინმე უნდა “დააფინიშოს”.

    სუპერმსუბუქი წონის მებრძოლი და მერაბ დვალიშვილის ერთ-ერთი კონკურენტი, უმარ ნურმაგომედოვი ამ ამბავს გამოეხმაურა:

    “არ მესმის რატომ სურს ილიას ისლამ მახაჩევთან ბრძოლა. მახაჩევი მას ძალიან მოუგებს. თოფურიასა და ევლოევის დაპირისპირება უფრო კარგი ბრძოლა იქნება. ვერ ვბედავ თქმას თუ ვინ იქნება გამარჯვებული. რასაკვირველია, ჩემს ძმას მოვსარს ვუგულშემატკივრებ. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მარტივად გაიმარჯვებს. რადგან ორი ძალიან ამბიციური, ორი ასეთი ქვასავით მყარი მებრძოლი არიან. რა თქმა უნდა, თოფურიას ყოველთვის მძიმე დარტყმა ექნება, მაგრამ მოვსარი კარგად ჭიდაობს და ბრძოლის შემდეგ დარტყმა უკვე სუსტია. მე მინდა ვნახო ეს შეხვედრა.

    ეს დიდი ბრძოლაა. არ ვიცი, რატომ ერიდება თოფურია მოვსართან შეხვედრას. "შენ უნდა დაიმსახურო", "მამაშენი დაანოკაუტე" - რატომ ამბობ ამას? (თოფურიამ პრესკონფერენციაზე თქვა: „ევლოევმა მამასთან იბრძოლოს და დაამარცხოს) ეს არასწორია, ამის თქმა არ არის მიზანშეწონილი. როგორც ჩანს, ქართველებთანაც ასეა - კავკასიაში უფროსებს ყოველთვის პატივისცემით ეპყრობიან. მაგრამ ის უფრო ალბათ ესპანელია. მატადორი. სახელიც კი აირჩია - მატადორი. უფრო ესპანურად ჟღერს, სავარაუდოდ”. - განაცხდა უმარმა.

    ცნობისთვის, ილია თოფურია და მოვსარ ევლოევი ორივე დაიმარცხებელი მებრძოლები არიან.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები