იტალიელი ჟურნალისტი, კარლო პელეგატი ირწმუნება, რომ "რომას" ინგლისელი თავდამსხმელის, ტამი აბრაჰამის აგენტი "მილანის" წარმომადგენლებს შეხვდა.
აბრაჰამი ამჟამად მუხლის ტრავმას მკურნალობს და მისი დაბრუნება მომდევნო კვირებშია მოსალოდნელი. "ჩელსის" აღზრდილი ფორვარდი მოედანზე 2023 წლის ივნისის შემდეგ არ გასულა.
წყაროს თანახმად, შეხვედრა "როსონერის" ცენტრალურ ოფისში შედგა.
"მგლები" 26 წლის შემტევს 30 მილიონ ევროდ შეელევიან. რაც შეეხება მილანელებს, ისინი ფიქრობენ, რომ ტამის ფორმაში ჩასადგომად დრო დასჭირდება, ამიტომ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება სწორი არ იქნება.
დადასტურებულად ვიცით ის, რომ 2024 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "შავ-ლურჯები" ცენტრფორვარდს აუცილებლად შეიძენენ. მათ მთავარ სამიზნედ "ბოლონიას" ლიდერი, ჯოშუა ცირკზეე განიხილება.
ცნობისთვის, ლომბარდიელთა ძირითად ცხრიანს, ოლივიე ჟირუს კლუბთან კონტრაქტი სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება. ჯერჯერობით უცნობია, მხარეები ახალ ხელშეკრულებას გააფორმებენ თუ ოლივიე "სან სიროდან" წასვლას გადაწყვეტს.