

იტალიური "ნაპოლის" ნიგერიელი ცენტრფორვარდი ვიქტორ ოსიმენი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი იქნება. 24 წლის თავდამსხმელი უკვე დაუკავშირეს მადრიდის "რეალსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს".
ოსიმენს რომ მსურველები მრავლად ეყოლება, ეს "პარტენოპეიშიც" კარგად იციან, ამიტომ ნიგერიელის შემცვლელის ძებნა დაიწყეს.
ჟურნალისტ ფაბიო მანდარინის ინფორმაციით, ნეაპოლელებმა თვალი "უდინეზეს" შემტევ ბეტოს დაადგეს.
"ოსიმენის წასვლის შემთხვევაში, "ნაპოლი" ოდენ რასპადორითა და სიმეონეთი არ დაკმაყოფილდება და ვიქტორის შემცვლელს დაიმატებს. კლუბი "უდინეზედან" ბეტოს დამატებას ეცდება," - ბრძანა იტალიელმა ჟურნალისტმა.
"ზებრების" მაისურით ჩატარებულ 19 მატჩში ბეტომ წელს 8 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.
24 წლის პორტუგალიელი Transfermarkt.com-ზე 13 მილიონ ევროდაა შეფასებული.